რა შეიცვალა გიორგი მამარდაშვილისთვის?!
დღეს უკვე ხშირად გაიგონებთ, რომ "ლივერპულის" ნომერ პირველი მეკარე, ალისონ ბეკერი, მსოფლიოშიც საუკეთესო კიპერია - რას ნიშნავს ეს გიორგი მამარდაშვილისთვის?
სანამ ალისონი ისევ უმტკიცებს მსოფლიოს საკუთარ უმაღლეს კლასს, გიორგი მამარდაშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ცუდ ფორმაშია. წინა კვირას, 'პარკ დე პრენსზე' გმირობის შემდეგ, ჰარვი ელიოტმა ალისონის დასახასიათებლად სიტყვები ვერ იპოვა.
არც კი ვიცი რა ვთქვა, ის უბრალოდ დაუჯერებელია. მსოფლიოში საუკეთესოა და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს. მას ხშირად გადავურჩენივართ მსგავს სიტუაციებში და არც კი ვიცი სად იქნებოდა ლივერპული, რომ არა ალისონი. - ჰარვი ელიოტი TNT SPORT-თან ინტერვიუში
იმის გათვალისწინებით, რომ ალისონი მხოლოდ 32 წლისაა - შედარებით ახალგაზრდაა მეკარის პოზიციისთვის, ცოტა უცნაური იქნება, რომ ზაფხულში ლივერპულის პირველი არჩევანის ბრაზილიელი აღარ იქნება, ან გუნდიდან გაუშვან. წითლებმა უკვე შეიმუშავეს მემკვიდრეობის გეგმა, გიორგი მამარდაშვილი ენფილდზე ამ ზაფხულს ვალენსიადან ჩამოვა. ვარაუდი იყო, რომ ქართველი მყისიერად დაიკავებდა ალისონის ადგილს, მათი კონტრასტული ფორმა, ახლა შეიძლება, გადაფიქრების მიზეზი გახდეს...
გადაწყვეტილება, რომელიც ლივერპულმა წინა ზაფხულს მიიღო (მამარდაშვილის შეძენა) გამართლებული იყო. მათ ჩათვალეს, რომ კელეჰერი არ არის საუკეთესო ვარიანტი ალისონის მემკვიდრეობის მისაღებად და იყიდეს ბიჭი, რომელიც უბრალოდ დაფრინავდა ევროპის ჩემპიონატზე და საოცარი სეზონი ჩაატარა "ვალენსიაში". სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მასში გადახდილი 32 მილიონი ახლაც გამართლებულია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი შარშანდელი იაშინის ჯილდოს კენჭისყრაში მეშვიდე ადგილზე გავიდა, ალისონი კი მოკლე სიაშიც ვერ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში, მამარდაშვილი ერთ-ერთ ყველაზე სუსტი დაცვის გუნდის თამაშობს, რაზეც გაშვებული გოლების რაოდენობაც მიუთითებს, ვერ დაიმალება ის ფაქტი, რომ მისი სათამაშო დონე მკვეთრად დაეცა.
მეკარეები, რომლებიც აუტსაიდერ გუნდებში თამაშობენ, ჩვეულებრივ აქვთ უფრო მაღალი სეივის სტატისტიკა, ვიდრე დომინანტი გუნდის მეკარეებს, თუმცა მამარდაშვილის შემთხვევაში ასე არ არის.
ქართველი საშუალოდ აგროვებს ნაკლებ სეივს თამაშში (2,4), ვიდრე ალისონი (2,6), ხოლო მისი სეივის პროცენტი არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი - 57,61 % - ეს არის მესამე ყველაზე ცუდი თანაფარდობა ევროპის 'დიდი ხუთეულის' ლიგებში. ეს ეხება მეკარეებს, რომლებმაც ამ სეზონში 20 ან მეტი მატჩი ჩაატარეს.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილის შეძენა გამართლებული ნაბიჯია, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ზაფხულის შემდეგ, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ლივერპულის პირველი მეკარის როლს, ენფილდზე ჩასვლისას, მყისიერად მოირგებს.
სტატია მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით.