Belive

ელ ჰაჯი დიუფი - "სალაჰი ვერ მიიღებს კონტრაქტს, რომელსაც იმსახურებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ელ ჰაჯი დიუფის მტკიცებით, მოჰამედ სალაჰი ვერ მიიღებს კონტრაქტს, რომელიც ეკუთვნის, რადგან იგი აფრიკელია. Online gambling games can be played from any location in https://clickmiamibeach.com/ New Jersey. “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება, გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული.

“ლივერპულის” ყოფილი შემტევი ელ ჰაჯი დიუფი მოჰამედ სალაჰს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ 29-წლის სალაჰი ვერ მიიღებს იმ კონტრაქტს, რომელსაც იმსაუხრებს, რადგან იგი აფრიკელია. მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესის მიუხედავად, დიუფი მოჰამედ სალაჰს ურჩევს, რომ “ლივერპულში” დარჩეს. დიუფს სჯერა, რომ სალაჰს “ლივერპულში” გაცილებით უფრო სოლიდური ანაზღაურების მიღებისა და მეტი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.

“მერსისაიდულმა გრანდმა სალაჰის პირობები უნდა მიიღოს. სალაჰის ადგილას “ლივერპულში” დავრჩებოდი. სალაჰს “ლივერპულში” მეტი თანხის გამომუშავების შესაძლებლობა აქვს. მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე “ლივერპულის” საუკეთესო ფეხბურთელები არიან – მათ “ლივერპულთან” ერთად უამრავი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ”.

“სალაჰი მხოლოდ 29 წლის არის. ვურჩევ “ლივერპულში” კიდევ 4 წლით დარჩეს. “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს”, – აღნიშნა ელ ჰაჯი დიუფმა. 

სხვა სტატიები