Belive

,,დავამტკიცეთ, რომ საუდის არაბეთის ლიგაში ხარისხი და ნიჭია'' - ალ ჰილალის კაპიტანი რეალთან ფრის შემდეგ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალ ჰილალის კაპიტანმა, სალემ ალ-დავსარიმ, რეალთან გამართული მატჩი შეაფასა:

,,ჩვენი მიზანი მოგება იყო, მაგრამ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, გვინდა, რომ საუდის არაბეთში ჩვენით იამაყონ.

კრიტიკასა და ზეწოლას ყურადღებას არ ვაქცევთ, მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. მიზანი მერვედფინალში გასვლაა, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. დღეს დავამტკიცეთ, რომ საუდის არაბეთის ლიგაში ხარისხი და ნიჭია. დიდებულად ვითამაშეთ.'' - ალ-დავსარი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა რეალსა და ალ ჰილალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მე-2 ტურში ალ ჰილალის მეტოქე ზალცბურგი იქნება, რეალი კი პაჩუკას შეხვდება.

სხვა სტატიები