ეკატერინე ტიკარაძე: "საქართველო-ბელარუსის მატჩის დასწრების საკითხზე შევიკრიბებით"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ არ გვიმსჯელია, თუმცა ინფორმაცია არის ჩვენამდე მოსული. ჩვენ დამატებით შევიკრიბებით, გამომდინარე იქედან, თუ რა ეპიდმდგომარეობა იქნება საქართველში. უკვე ეპიდემიოლოგებთან ერთად და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. ამასთან, უეფა-ს საგანგებო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ოქტომბერში უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა შეხვედრას სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება. უეფა-ს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველო-ბელარუსის მატჩს დაახლოებით 18 ათასი მაყურებელი დაესწროს.