Belive

ეგვიპტე კონგოსთან დამარცხდა და აფრიკის თასს გამოეთიშა | სალაჰი გუნდისთვის დიდი ძალა იყო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ერთა თასის 1/8-ფინალში ეგვიპტე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, 37-ე წუთზე მეშაკ ელიამ კონგო წინ გაიყვანა, პირველი ტაიმის მიწურულს მუსტაფა მუჰამედმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ეს კი საბოლოო გოლი აღმოჩნდა, არც ექსტრა ტაიმში გამოვლინდა გამარჯვებული. შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა, ეგვიპტის ნაკრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დამარცხდა.

გადამწყვეტი როლი ითამაშა ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში მო სალაჰის არ ყოფნამ, რომელმაც ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო, ფეხბურთელის ეს დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. ლივერპულის ვარსკვლავის აგენტმა ტრავმის შემდეგ განაცხადა, რომ სალაჰი მთლიანად ტურნირს გამოტოვებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა აფრიკის თასის გათამაშება კარგად დაიწყო, პირველ შეხვედრაში მან 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები