სალაჰმა ბრაიტონს კვლავ გაუტანა - ლივერპულმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "ბრაიტონის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ველბეკმა მე-2 წუთზე, "ბრაიტონი" დააწინაურა, თუმცა, ლუის დიასისა და მო სალაჰის გოლებით "ლივერპულმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონი" გახდა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც სალაჰმა ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ ლიგის ეგიდით, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩატარებულ 14 მატჩში, მო სალაჰმა 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Mohamed Salah has been directly involved in more Premier League goals against Brighton than any other side:
— Squawka (@Squawka) March 31, 2024
◎ 14 games
◉ 9 goals
◉ 6 assists
Finally a team he likes playing more than Manchester United. 😜 pic.twitter.com/7atrXkakEt