Belive

ედუარდო კამავინგა 6-8 კვირას გამოტოვებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას სუპერთასის წინ, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა, ედუარდო კამავინგამ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. ფრანგი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რეალმა დღეს ოფიციალური მოხსენება გამოაქვეყნა.

დღეს ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ჩვენს ფეხბურთელს, ედუარდო კამავინგას, დაუდგინდა მარცხენა მუხლის მყესების დაჭიმულობა - ვკითხულობთ განცხადებაში

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სამედიცინო დასკვნა არ აკონკრეტებს გამოჯანმრთელების ზუსტ ხანგრძლივობას, ფრანგი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, 6-დან 8 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს. კამავინგა არ იქნება როგორც უეფას სუპერთასის ფინალში "ატალანტასთან", მას გაუცდება სეზონის დასაწყისის თითქმის 2 თვე.

სხვა სტატიები