Belive

ბარსელონას ყოფილი დირექტორი: "ბერნაბეუზე შიშის სუნი დგას"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში მთავარი თამაში გაიმართება. სეზონის პირველ ელ კლასიკოს მადრიდის "რეალი" და სანტიაგო ბერნაბეუ უმასპინძლებს. ორივე გუნდი, მოახლოებულ დაპირისპირებას, შესანიშნავ ხასიათზე ხვდება, თუმცა "ბარსელონას" ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ რეალი შეშინებულია იმით, რასაც ამ სეზონში ხედავს.

მადრიდის რეალში პანიკა იგრძნობა. დედაქალაქი 15 წელი იტანჯებოდა მესის გამო და ფიქრობდა, რომ ეს ტანჯვა დასრულდა. ახლა ისინი ხვდებიან, რომ წინ შეიძლება კიდევ 15 ასეთი წელი იყოს და ნერვიულობენ.

ცხოვრება მოლოდინების თამაშია. როცა ზაფხულში ბარსელონას განაცხადის დარეგისტრირებაც კი არ შეეძლო, რეალმა კი მბაპესთან მოაწერა ხელი, მათ არასწორი განწყობა შეიქმნეს. ბერნაბეუზე ღიმილით მივდივართ, იქ კი შიშის სუნი დგას - განაცხადა ტონი ფრეიშამ (ბარსელონას ყოფილი დირექტორი)

ელ კლასიკო 26 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23;00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში რეალმა "დორტმუნდს" მოუგო სანახაობრივად, ბარსელონამ კი "ბაიერნი" 4:1 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს კატალონიელები იკავებენ, რეალი კი მათ 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები