'დიდი ბონუსები იქნება' - პერესი რეალის ფეხბურთელებს პირადად შეხვდა
SPORT-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი მენდიზოროზას ბაზაზე "რეალის" გასახდელს ეწვია. ეს მოხდა ლა ლიგაში "ალავესთან" 1:0 მოგების შემდეგ და კლუბის ხელმძღვანელმა პირადად მიმართა კილიან მბაპესა და გასახდელში მყოფ სხვა ვარსკვლავებს. კლუბის პრეზიდენტი ყველას დიდ ფულად ჯილდოს დაჰპირდა, თუკი ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას მოახერხებენ.
"თუ გაიმარჯვებთ და ნახევარფინალში მოხვდებით, კლუბისგან ჯილდოს მიიღებთ" - ციტირებს პერესის სიტყვებს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ რეალი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, მადრიდელებს ლონდონში "არსენალთან" 0:3 აქვთ წაგებული და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეალი ამ სეზონში ფინანსურ მოტივაციას იღებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" გამარჯვების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, პერესმა პრემიები გასცა.
თავის მხრივ, განსაკუთრებულად ემზადება სანტიაგო ბერნაბეუს ადმინისტრაცია და ფანები, რადგან აქამდე რეალს არასდროს დასჭირვებია 3-ბურთიანი ჩამორჩენის ამოღება, ეს მათთვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება.