Belive

ედერსონმა ზაფხულში არაბეთიდან დიდი შემოთავაზება დაბლოკა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულში სპორტულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ედერსონი გუნდიდან წასვლას აპირებდა. "მანჩესტერ სიტის" კარის დარაჯის დამატება არაბულ კლუბებს სურდათ. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ კლუბს სურდა ბრაზილიელის შეძენა არ ვრცელდებოდა.

თავად ედერსონმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთიდან ძალიან დიდ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

შემოთავაზება მაგიდაზე მედო, რომელიც საკმაოდ ბევრს იწონიდა. ეს შემოთავაზება სხვებისგან ძალიან განსხვავებული იყო. გვარდილასთან უთვალავი შეხვედრა მქონდა და ერთ-ერთი გასაუბრებისას მითხრა, რომ აუცილებლად დავრჩენილიყავი. - განაცხადა ედერსონმა TNT Sports-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე "ბენფიკადან" "სიტიში" 2017/2018 წლების სეზონში გადავიდა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. ედერსონს "ქალაქელთა" რიგებში 341 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ პრემიერ ლიგაში, კარი მშრალად 100-ჯერ შეინახა.

სხვა სტატიები