Belive

კომპანი: ,,რეალის საუკეთესო ვერსიისთვის უნდა მოვემზადოთ''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, რეალთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ფეხბურთში ტაქტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერს დეტალები წყვეტს, რადგან ორივე გუნდის სასტარტო თერთმეტეულში უმაღლესი ხარისხის მოთამაშეები არიან.

ჩვენ რეალის საუკეთესო ვერსიისთვის უნდა მოვემზადოთ - იმ ვერსიისთვის, რომელიც მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ვნახეთ. ეს, ალბათ, ყველაზე რთული გასვლითი მატჩია, რაც კი შეიძლება ამ ტურნირზე გქონდეს.

კეინი? მნიშვნელოვანი იყო, რომ მან დღეს სრულყოფილად ივარჯიშა. არ ვფიქრობ, რომ ის რიტმიდან ამოვარდა. ხვალამდე დავიცდით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. სვენ ულრაიხის გარდა, ყველა მწყობრშია. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ორმატჩიანი დაპირისპირებისთვის მზად ვართ.

ინტერთან შარშანდელი მარცხი? ბევრი მოთამაშე გვაკლდა. დღეს კი, იმ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ, რომლებიც თვითმფრინავში არიან, ვიტყოდი, რომ კარგ სიტუაციაში ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა, უნდა გვჯეროდეს და გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთოთ!'' - ვენსან კომპანი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში რეალი ბაიერნს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები