ედენ აზარი ჩელსის ახალ მწვრთნელზე: "იქნებ ჩემი მეგობარი კომოდან..."
არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო "ჩელსისთან" კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წყვეტს. პოჩეტიონომ გუნდი პრემიერლიგის მე-6 ადგილზე გაიყვანა, თუმცა ფანებისთვის და ხელმძღვანელობისთვის ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
ჩელსის ყოფილმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა გუნდის მდგომარეობასა და მომავალ შესაძლო მწვრთნელებზე ისაუბრა. მან სახალისო პასუხი გასცა შეკითხვას, თუ ვის მიიჩნევდა 'არისტოკრატებისთვის' საუკეთესო ვარიანტად.
სამართლიანი რომ ვიყო, ამ სეზონში ჩელსის გამო ცოტა მოწყენილი ვიყავი, მაგრამ მგონია, რომ პოჩეტინომ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა.
ზუსტად ვიცი, რომ ხალხს ჩელსის დანახვა მხოლოდ ოთხეულში უნდა, მაგრამ ეს გარდამავალი სეზონი იყო. ის შესანიშნავი მენეჯერია, წარმატებებს ვუსურვებ. ვნახოთ, ვინ იქნება იქ მომავალში.
მყავს ერთი მეგობარი კომოში, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტია და დიდებული მთავარი მწვრთნელი იქნებოდა - განაცხადა ედენ აზარმა
"My friend in Como..." 👀
— talkSPORT (@talkSPORT) May 26, 2024
Eden Hazard speaks EXCLUSIVELY to talkSPORT, and tips Cesc Fabregas to become the next Chelsea manager.👇 pic.twitter.com/ticU8r7OjT
აზარმა მინიშნება ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარზე, სესკ ფაბრეგასზე გააკეთა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "კომო" სერია A-ში გადასულიყო. აზარს ჩელსიში ისეთ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტე და მაურიციო სარი არიან.
აზარი ჩელსის გულშემატკივართა ნამდვილი ფავორიტია, ჩაატარა 350-ზე მეტი თამაში და გაიტანა 110 გოლი იმ პერიოდში, როდესაც ჩელსიმ პრემიერლიგის ორი ტიტული, ორი ევროპა ლიგა და FA თასი მოიგო.