Belive

ედ დე გოი: "წაგების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავად ითამაშა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად ძალიან კარგი გუნდური თამაშისა, ხვიჩა კვარაცხელიამ და საქართველომ თურქეთის ნაკრებთან, ჩვენთვის სადებიუტო შეხვედრა დათმო (1:3). ნეიტრალურად განწყობილი მაყურებლისთვის მატჩმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს ნაკრებმა დადებათი გამოხმაურება გამოიწვია. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ESPN ყოველი მატჩის დღის შემდეგ იწვევს ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც მატჩსის ანალიზში იღებს მონაწილეობას. 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატების და 1996 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე, მეკარე ედ დე გოი საქართველოს ნაკრების თამაშით მოხიბლული იყო.

ეს იყო მატჩი ორი მსოფლიო დონის ნაკრების მხრიდან. საქართველომ პოზიტიურად გამაოცა. ისინი პირველად არიან ასეთ დიდ ტურნირზე. ის ფაქტი, რომ ასეთი მატჩი ჩაატარეს, მიუხედავად მარცხისა, ძალიან შთამბეჭდავია. საბოლოო ჯამში, თურქეთი გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ქართველები უფრო მეტს იმსახურებდნენ.

მგონია, რომ თურქეთი არაფავორიტებს შორის ის გუნდია, რომელსაც შორს შეუძლია წასვლა. მათი ორივე გოლი ულამაზესი იყო, თუმცა ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, პირველს გამოვყოფდი. - განაცხადა ESPN-ის ეთერში ედ დე გოიმ

ჩვენს ჯგუფში პირველსა და მეორე ადგილებზე, 3-3 ქულით, თურქეთი და პორტუგალია არიან, ჩეხეთი და საქართველო მე-3 და მე-4 ადგილებს უქულოდ იკავებენ და მომავალ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები