ფაბრიციო რომანო: "მომავალ კვირებში მამარდაშვილს ბევრი დააკვირდება"
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. გუშინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლით საქართველომ პორტუგალია დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი მამარდაშვილსაც. ქართველმა კარის დარაჯმა არაერთხელ შეძლო და საქართველო გოლისგან იხსნა. არა მხოლოდ გუშინდელი თამაშისა, ზოგადად მთელი ტურნირია მამარდაშვილი ძალიან დამაჯერებელია.
როგორც ჩანს, მისი კარგი თამაში დიდ გუნდებს არ გამორჩენიათ. როგორც ფაბრიციო რომანოს წერს, მომავალ კვირებში გიორგის ბევრი დააკვირდება.
მომავალ კვირებში გიორგი მამარდაშვილს ბევრი დააკვირდება. მას €35/40 მილიონის სანაცვლოდ "ვალენსიას" დატოვება შეუძლია.
"ვალენსიამ" ახალი მეკარე - დიმიტრიევსკი უკვე დაიმატა და მამარდაშვილის გაყიდვის გეგმა რეალური ჩანს.
ქართველი მეკარე ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ ასპარეზობს. - წერს ფაბრიციო რომანო
🚨🇬🇪 Giorgi Mamardashvili remains one to watch in the next weeks as he can leave Valencia for €35/40m fee.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 27, 2024
Valencia already signed Dimitrievski as new GK and the plan to sell Mamardashvili remains concrete.
Georgian GK, performing at fantastic level also at the Euros. pic.twitter.com/Gfkr5BmSS1
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა ყველა მატჩი მოიგო, 9 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.