Belive

სანიოლი: ,,დარწმუნებული ვარ, თურქეთის ნაკრები უფრო დიდი ზეწოლის ქვეშაა''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თურქეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მართალია პირველ მატჩს ვატარებთ, მაგრამ ეს ამ ევროზე თურქეთისთვისაც პირველი შეხვედრაა და დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. თუ თურქების ძლიერ მხარეებზე ვისაუბრებთ, აქ ყოფნა დიდ ხანს მოგვიწევს, რადგან მათ დიდებული ტექნიკური შესაძლებლობებით ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

პლეი-ოფის ფინალის შემდეგ, ზოგიერთ ფეხბურთელს ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნება გაუჭირდა, რადგან, თითქოს, ისინი ოცნებაში ცხოვრობდნენ. ეს ოცნება გარკვეულ მომენტში უნდა დასრულდეს და კვლავ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ! შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მენტალურად მზად არიან! - ვილი სანიოლი

ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები