Belive

€100 მილიონიანი ინვესტიცია | ლაპორტა ბარსას ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებით, მისი კლუბი ფინანსური განახლების მესამე ეტაპს იწყებს - კატალონიურმა კლუბმა Barca Studios-ს 25%-იანი წილი €100 მილიონად გაყიდა. Barca Studios არის კომპანია, რომელიც "ბარსელონას" ციფრული ბიზნესისა და აუდიოვიზუალური პროდაქშენის მიმართულებას ხელძღვანელობს. მისი მეწილე კომპანია Socio.com გახდა, რომელიც ბლოკჩეინზე დამყარებულ, დეცენტრალიზებულ სპორტულ აპლიკაციას წარმოადგენს. ჟოან ლაპორტას განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ Socios.com-თან შეთანხმება "ბარსელონას" მისცემს საშუალებას, რომ რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესი, ანდრეას კრისტენსენი, ჟიულ კუნდე და პაბლო ტორე გუნდში დაარეგისტრიროს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტის ამოწურვისა და ხელახლა გაფორმების შედეგად, "ლა ლიგას" უსმან დემბელეს ტრანსფერი ჯერ არ დაურეგისტრირებია. ოპტიმიზმის მიუხედავად, ლაპორტას სიტყვებში იკითხება, რომ კლუბი ჯერჯერობით კვლავ პრობლემების წინაშე დგას.
"მაქვს შეგრძნება, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მორიგი ამოცანა შევასრულეთ. ფინანსური "ფეარ-პლეის" წესების შესრულება მარტივი არაა. ლა ლიგა ჩვენს ფეხბურთელებს არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხევვაში, ჩვენ გამოსავალს მაინც ვიპოვით. პარალელურად, ვმუშაობთ რომ გუნდიდან არასასურველი ფეხბურთელები გავუშვათ, თუმცა მარტივი პროცესი არ ეს გახლავთ", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა.

გასულ ივნისში, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ ლაპორტას ნება დართო, რომ კლუბის აქტივები გასაყიდად გატანილიყო – ფინანსური აქტივების პირველი პაკეტის რეალიზაცია წარმატებით განახორციელდა: მიმდინარე წლის 30 ივნისს “ბარსელონამ” საინვესტივიო კომპანია Sixth Street-თან €207.5 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგვიანებით, დამატებით 15%-იანი პაკეტის მფლობელი კვლავ Sixth Street გახდა, რომელსაც, Financial Times-ის თანახმად, $60 მილიარდზე მეტის აქტივები გააჩნია. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, "ბლაუგრანას" €150 მილიონი აქვს დახარჯული, ამჟამად კი, კლუბის სახელი ბერნარდუ სილვას ("სიტი"), სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს (ორივე "ჩელსი") უკავშირდება.

სხვა სტატიები