ბარსელონა გამპერის თასზე მონაკოს შეხვდება
"ბარსელონა" 2024 წლის ჟოან გამპერის თასზე "მონაკოს" დაუპირისპირდება. ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარსელონა ყოველთვის თამაშობს ჟოან გამპერის სახელობის ერთთამაშიან ფინალს. წელს კატალონიელებმა მეტოქედ ლიგა 1-ის მონაკო შეარჩიეს.
გიორგი მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, თუმცა დიდი შანსია, რომ ქართველი მომავალ სეზონში ფრანგული კლუბის ღირსებას დაიცავს, ამიტომ შესაძლოა, მიქაუტაძემ გამპერის თასის შეხვედრაში ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშოს.
ჰანსი ფლიკის გუნდი ჯერ შეერთებულ შტატებში, წინასასეზონო ტურნეზე გაემგზავრება და ტრადიციული შეხვედრის ჩასატარებლად შემდეგ დაბრუნდება. როგორც ცნობილია, მატჩი 12 აგვისტოს, ბარსელონას დროებით არენაზე "მონჟუიკზე" შედგება. მონაკომ ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.