Belive

კევინ-პრინც ბოატენგი: "მესი სავარჯიშო დარბაზში არასდროს მინახავს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

წარმოშობით გერმანელი ფეხბურთელი, კევინ-პრინც ბოატენგი, რომელიც 2019 წელს "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა, მესიზე საინტერესო ისტორიას იხსენებს.

ბოატენგის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი გუნდი მატჩისთვის ემზადებოდა და სპორტდარბაზში ვარჯიშობდა, მესი იქ არასდროს იყო და თუ იყო, მხოლოდ მასაჟებს უკეთებდნენ. 

"მესი სპორტდარბაზში არასდროს მინახავს. შემოდიოდა, მასაჟს უკეთებდნენ და კალათბურთის თამაშს იწყებდა.

სანამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" სათამაშოდ სავარჯიშოდ გავიდოდით, გასახდელში ვიყავით, მესიც იქ იჯდა მობილურში იყურებოდა და მასაჟს უკეთებდნენ. მოედანზე გასვლამდე და მატჩის დაწყებამდე ორი წუთით ადრე გაჩერდა და ბუცები ჩაიცვა. გახურების დროს, კი მარტო ვარჯიშობდა და კონტაქტს არავისთან ამყარებდა.

გასახდელში დავბრუნდით, მწვრთნელი უახლეს ტაქტიკურ კორექტირებაზე საუბრობდა, მესი კი მობილურში იყურებოდა და FaceTime-ში საუბრობდა.

მოედანზე გასვლამდე 30 წამით ადრე ფორმა ჩაიცვა, გავიდა და გოლი გაიტანა, შემდეგ მეორე გოლიც გაიტანა "ლივერპულს" 3:0 მოვუგეთ.

ის ერთადერთია მსოფლიოში, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია..."

- კევინ-პრინც ბოატენგი

შეგახსენებთ, რომ კევინ-პრინც ბოატენგი "ბარსელონაში" 2019 წელს ირიცხებოდა, სადაც მან სულ 3 მატჩი ითამაშა და თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო, რის გამოც მან კლუბი 2019 წლის ბოლოს დატოვა და სათამაშოდ "ფიორენტინაში" გადავიდა. 

სხვა სტატიები