Belive

"ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ" - ვიქტორ ოსიმენი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მამუკა ჯუღელს საქართველოს პირველ არხთან ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მან "ნაპოლის" ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესახებაც ისაუბრა, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის განცხადებით ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა.

მამუკა ჯუღელის ინტერვიუ იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა გადათარგმნეს და ამ საუბარმა ნიგერიელის აღშფოთებაც გამოიწვია, ვიქტორ ოსიმენმა ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა:

ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ, შენი მსჯელობის გამო მრცხვენია. ძალიან სულელი ხარ!

ჩემი სახელი აღარ ახსენო!!! - ვიქტორ ოსიმენი

სხვა სტატიები