ნიგერიის ფეხბურთელებმა ლიბიის აეროპორტში 16 საათი საკვების და წყლის გარეშე გაატარეს
ნიგერიელ ფეხბურთელებს ლიბიასთან მატჩში მონაწილეობა არ სურთ. მიზეზი ნიგერიიის საფეხბურთო ნაკრების უცნაურ სიტუაციაში აღმოჩენაა. მათ შორის დაპირისპირება აფრიკის ერთა თასის ეგიდით ხვალ, 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს გადაიდება, რადგან როდესაც ნიგერიელი ფეხბურთელები ლიბიაში, ბენღაზის აეროპორტში ჩაფრინდნენ მასპინძელმა ქვეყანამ სტუმართა გუნდისთვის ტრანსპორტი ვერ გამოყო, რომ გუნდი აეროპორტში წაეყვანა.
Look at the conditions Super Eagles players are SUBJECTED to in Libya for over 16 hours.
— POOJA!!! (@PoojaMedia) October 14, 2024
This is sad. 😭😭😭
Photos by Ekong. pic.twitter.com/Yym5nxOXsb
აღსანიშნავია თავდაპირველი ამბავი, ნიგერიელები ალ-აბრაკის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ პილოტმა გეზი იცვალა და თვითმფრინავი ბენღაზის აეროპორტში დასვა, საიდანაც სასტუმრო 3 საათის სავალზეა. მას შემდეგ ნიგერიელმა ფეხბურთელებმა აღნიშნულ აეროპორტში 16 საათი გაატარეს, სადაც არ ჰქონდათ არც საკვები, არც წყალი და არც წვდომა ინტერნეტზე და შეზღუდული იყო ყველანაირი კომუნიკაცია. საბოლოოდ, ლიბიის ფეხბურთის ფედერაციამ სტუმართა ნაკრებთან ავტობუსი გააგზავნა, რომელშიც ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად ვერ ჩაეტეოდა, ავტობუსის მოცულობის ვიდეო სოციალურ ქსელში ქვეყნდება.
The bus brought by Libya FA for Super Eagles yesterday. 😭😭pic.twitter.com/AEE0jDxxVa
— POOJA!!! (@PoojaMedia) October 14, 2024
მას შემდეგ ნიგერიისა და ლიბიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა და მათ უარი თქვეს თამაშში მონაწილეობაზე, როგორც ჩანს ეს ასეც იქნება, რამდენი ხნით გადაიდება მატჩი ეს უცნობია.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიგერიელი ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი და თავის ნაკრებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ასევე თქვა, რომ აფრიკის ერთა თასმა ეს საკითხი უნდა განიხილოს.