ძანიოლოს თქმით, ფსონებს ფეხბურთზე არ დებდა, თუმცა პოკერსა და ბლექჯეკს თამაშობდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ნიკოლო ძანიოლო, უკანონო ფსონების განთავსებასთან დაკავშირებით, ტურინის პროკურატურაში გუშინ 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკითხვის შემდეგ, იტალიელის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს:
,,არ არებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ძანიოლოს საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადება შეეძლო. მან აღიარა, რომ არალეგალურ პლატფორმებზე დროდადრო პოკერსა და ბლექჯეკს თამაშობდა.'' - ნათქვამია განცხადებაში
ამ საქმეზე უკვე ორი განაჩენია გამოტანილი - ნიკოლო ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციითა და 12 500 ევროთი დაჯარიმდა, სანდრო ტონალი კი ფეხბურთს 10 თვით ჩამოაშორეს. გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოსაჯანმრთელებლად თერაპია უნდა გაიაროს.