გვარდიოლა: "ასეთი რამ მესისგან არ მახსენდება"
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მანჩესტერ სიტიმ სანდრელენდი მიიღო და მეტოქე მარტივად, 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ განსაკუთრებული ყურადღება რაიან შერკის თამაშს დაუთმო - ფრანგმა შემტევმა ულამაზესი 'რაბონა' გადაცემით გაატანინა ფილ ფოდენს.
Frightening how high Cherki’s ceiling ispic.twitter.com/ehZH79zLVd
— 𝐄 🇧🇻 (@ErlingProp) December 6, 2025
რაიანი გამორჩეული მოთამაშეა, ის ძალიან ახალგაზრდაა და უდიდესი პოტენციალი აქვს, მან ეს ყველაზე რთულ მომენტებში ფულემის წინააღმდეგაც დაამტკიცა.
მესისგან არასდროს მინახავს ისეთი ჩაწოდება, როგორიც მან გააკეთა. მესი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ასეთი ჩაწოდებები არ მახსენდება. არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენათი აწვდი თუ მარცხენათი, ან ფეხის რომელი ნაწილით - როცა ეს ეფექტურია მე კმაყოფილი ვარ და კარგია, მაგრამ სიმარტივე მომწონს. მესისგან ვისწავლე, რომ მარტივ რაღაცებში არასდროს უშვებ შეცდომას.
მინდა, რომ მოთამაშეებმა მარტივი რაღაცები კარგად გააკეთონ და ამის შემდეგ განსაკუთრებული ნიჭიც გამოავლინონ და ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ თუ ახლა არ იმუშავებს ამაზე, ეს პრობლემა იქნება. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
"I never saw Messi make a cross like Cherki's. And Messi is the best!"
— Hayters TV (@HaytersTV) December 6, 2025
"Rayan is an exceptional player, so young and a huge personality."
Pep Guardiola reacts to Rayan Cherki's incredible rabona assist🤩 pic.twitter.com/68RKTV325L
საკუთარი შეხვედრა ვერ მოიგო ჩემპიონატის ლიდერმა არსენალმა - ასტონ ვილასთან წაგების გამო (2:1), ლონდონელები ახლა მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ მეორეზე მყოფ მანჩესტერ სიტის.