"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ შემადგენლობის მიღმა დავრჩი" - ჰარი მაგუაიერი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, გარეთ საუთგეითმა ინგლისის შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი ამოაგდო. მათ შორის მოხვდნენ ჯეკ გრილიში და ჰარი მაგუაიერიც.
ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენილმა ჰარიმ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ არ ამირჩიეს და ინგლისს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დავეხმარები. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, წვივის ტრავმა ვერ მოვიშუშე. შეიძლება ჩემს თავს ძალა ზედმეტად დავატანე. მარტივად, რომ ვთქვა ძალიან ნაწყენი ვარ.
წარმოვადგენდე ინგლისს, ჩემთვის დიდი პატივია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ გუნდს როგორც ფეხბურთელი ვერ დავეხმარები, ვუგულშემატკივრებ ისე როგორც მთელი ქვეყანა. გადით და მოიგეთ ბიჭებო! - განაცხადა ჰარი მაგუაიერმა
🚨🏴 Harry Maguire: “I am devastated not to have been selected to play for England at the Euros this summer”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 6, 2024
“Despite my best efforts, I have not been able to overcome an injury to my calf. Maybe I pushed myself too hard, to try and make it. Simply, I am absolutely gutted”.… pic.twitter.com/wO3U3iVQk4
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენია, დანია და სერბეთი იქნებიან.