დუშან ვლაჰოვიჩი: "დი მარიასთან თამაში საოცარი სიამოვნებაა..."
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მიუხედავად იმისა, რომ, დი მარია სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემოგვიერთდა, დღეს მასთან ერთად მოედანზე თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ბავშვობიდან ერთად ვთამაშობთ. მასთან ერთად თამაში წარმოუდგენელი სიამოვნებაა. ანხელი ყველა მომენტსა და სიტუაციას გრძნობს. მინდა დღევანდელი მატჩისთვის მას მადლობა პირადად გადავუხადო. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩებშიც ასე გუნდურად ვითამაშებთ და სასურველ მიზანს მივაღწევთ...""იუვენტუსი" შემდეგ მატჩს 22 აგვისტოს, "სამპდორიას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.