Belive

უეინ რუნი ბირმინგემის მთავარი მწვრთნელი გახდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეინ რუნი "ბირმინგემ სიტის" ჩაიბარებს. ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბთან 3.5 წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

მოხარული ვარ, რომ ამ კლუბს ასეთ საინტერესო დროს შევუერთდი. აშკარაა, რომ გუნდს დიდი გეგმები და ამბიციები გააჩნია. მე ჩემს სამწვრთნელო კარიერას ასე ვავითარებ. ეს არის პროექტი, რომელიც მიზანს მისახავს და ამას აუცილებლად მივაღწევ. - განაცხადა უეინ რუნიმ

ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში "ბირმინგემს" 18 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.ბოლო სეზონი ბირმინგემული კლუბისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. გასულ წელს "სენტ ენდრიუსის" ბინადრებმა 53 ქულა დააგროვეს და ჩემპიონშიპში ასპარეზობა მე-17 ადგილზე დაასრულეს. 

სხვა სტატიები