დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "გორის დილასაგან ადვილი მატჩის მოლოდინი არ გვაქვს"
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გორის "დილასთან" დაპირისპირების წინ, "დუნაისკა სტრედას" მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა.
"მიროსლავ კაჩერმა (პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი შეცვლის შემდეგ დატოვა) გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც კარგი ამბავია. გვექნება ინდივიდუალური სესია და ვნახავთ როგორ გამოიყურება ვარჯიშის შემდეგ. მჯერა, რომ მზად იქნება და დაგვეხმარება.
ამინდზე ვერაფერს ვიტყვი, დღისით უფრო მეტად თბილოდა, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ საშინაო კედლებში.
სწრაფ და ინტენსიურ მატჩს ველით. რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. დავინახეთ, რომ ადვილი მატჩი არ გველოდება და განმეორებით შეხვედრაშიც მსგავს დაძაბულობას ველოდებით.
პირველი მატჩის შემდეგ უკვე ვიცით თუ სად დავუშვით შეცდომები, ვეცადეთ ამაზე გვემუშავა და გვსურს, რომ ეს ცოდნა უკვე მოედანზე ავსახოთ.
უკვე ვივარჯიშეთ რთული მგზავრობის შემდეგ, ვარჯიშზე კარგი ატმოსფერო იყო. მოუთმენლად ველოდებით მატჩს", - თქვა ადრიან გიულამ.
გორის "დილა" სლოვაკურ მეტოქეს, რომელთანაც პირველ შეხვედრაში - 1:2 დამარცხდა, 20 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.