Belive

იბერია საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელმა, 36-ე ტურმა, ქვეყნის ჩემპიონი გამოავლინა. ეროვნული ლიგის გამარჯვებული იბერია 1999-ია. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ მოიგო (პირველად ეს 2018 წელს მოახერხა).

ბოლო ტურამდე, ჩემპიონობისთვის ორი გუნდი, გორის დილა და იბერია იბრძოდნენ. 36-ე თამაშამდე ორივე 77-77 ქულით მივიდა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას იბერია ფლობდა, მათ ოთხივე თამაში მოუგეს გორელებს, ამიტომ ორივე გუნდის 3 ქულის შემთხვევაში ჩემპიონი იბერია ხდებოდა. დილამ ბოლო ტურში დინამო თბილისს ვერ მოუგო (2:2), ხოლო იბერიამ გაგრა დაამარცხა (2:1).

საქართველოს ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა ფოთის კოლხეთმა და მეორე ლიგაში გავარდა, თელავი და გარეჯი კი პლეი აუტის მეშვეობით გადაწყვეტენ, ვინ დარჩება მომავალი სეზონის მთავარ საფეხბურთო ლიგაში.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალშიც ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. იბერია დილას 10 დეკემბერს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე შეხვდება.