Belive

"ბოლო წლებში იშვიათად მაღალი ინტერესია" - ბოსნიური მედია ტორპედოსთან ხალხმრავლობას ელოდება

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოსნიურ "სარაევოს" შორის გასამართ მატჩში ადგილობრივი სპორტული მედია ხალხმრავლობას ელოდება.

როგორც ირკვევა, 8 000 - ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ამ რაოდენობის ზრდა ისევ მოსალოდნელია.

"გუშინ 8000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა და უდავოა, რომ ეს რიცხვი დღეს ხუთ ციფრს მიაღწევს. დიდი ხანია "სარაევოს" მატჩის მიმართ ასეთი ინტერესი არ ყოფილა. ამიტომ, ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლია მოსალოდნელი", - წერს scsport.ba-ი.

ამავე დროს, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ კლუბი საქველმოქმედო აქციას აწყობს და ყველა იმ პირს, რომელიც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მატჩის დღის განმავლობაში სისხლის ბანკს დონორობას გაუწევს, შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს უფასოდ მიიღებს.

გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, ფრედ - 2:2 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები