Belive

დორტმუნდმა ნური შაჰინი გაათავისუფლა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: დორტმუნდის "ბორუსიას" ნური შაჰინი აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ გერმანულმა გუნდმა ინფორმაცია გამოაქვეყნა. თურქი სპეციალისტი გუნდში მთავარ მწვრთნელად სეზონის დასაწყისში დაინიშნა, მაგრამ "ბორუსიას" ხელმძღვანელობა შაჰინის მუშაობით უკმაყოფილოა და გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს დასახელდა, ყველა ტურნირზე მან 27-ჯერ გაიყვანა გუნდი მოედანზე, აქედან 12-ში გაიმარჯვა, 4 შემთხვევაში ფრედ ითამაშა, ხოლო 11-ში დამარცხდა.

კლუბის ოფიციალურ წერილში, კერძოდ კი დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი, ლარს რიკენი წერს, რომ:

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნური შაჰინს და მის შრომას, გვინდოდა გრძელვადიანი თანამშრომლობა და ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ერთად მივაღწევდით სპორტულ შემობრუნებას, მაგრამ გუნდს ბოლო ცხრა თამაშში ზედიზედ 4 მარცხი და 1 გამარჯვების და ცხრილში მე-10 ადგილის გამო, რწმენა დავკარგეთ იმის, რომ მიმდინარე პერიოდში კარგ შედეგს დავდებდით. ეს გადაწყვეტილება პირადად მე მტკივა, მაგრამ "ბოლონია"-სთან თამაშის შემდეგ ეს გარდაუვალი იყო. - ლარს რიკენი - დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი

ნური შაჰინის განცხადება გუნდის დატოვების შემდეგ:

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული ამბიციების დაფიქსირება ამ სეზონში. ამ განსაკუთრებულ კლუბს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს - ნური შაჰინი

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ბორუსიას "დორტუნდის" მთავარი მწვრთნელი.