Belive

დორტმუნდი მარკო როისის შემცვლელად ედუარდ სპერციანს განიხილავს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისის შემცვლელად ითვლება.

Transfermarkt-ის ექსპერტების აზრით, გერმანული დორტმუნდის "ბორუსია" "კრასნოდარისა" და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველს, ედუარდ სპერციანს მარკო როისის შემცვლელად განიხილავს, როისი სეზონის ბოლოს მშობლიურ კლუბს ემშვიდობება. მარკო როისი "ბორუსიაში" 2012 წლიდან თამაშობს, ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

23 წლის ედუარდ სპერციანმა, თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt-ის პორტალზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები