Belive

კვლავ ერთ გუნდში, მაგრამ სხვა ამპლუაში - დორტმუნდში ლუკას პიშჩეკიც იმუშავებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიას" სამწვრთნელო შტაბს ლუკას პიშჩეკიც შეუერთდა, ის თავისი ყოფილი თანაგუნდელის ნური შაჰინის დამხმარე იქნება, რომელიც მთავარ მწვრთნელად სულ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. დორტმუნდელები ახალი 2024/25 წლების სეზონისთვის ემზადებიან და 1 ივლისს გუნდს დამხმარე მწვრთნელებიც შეუერთდებიან.

პიშჩეკი ბოლოს მშობლიურ გუნდ "გოჩალკოვიცე ზდროი"-ში მოთამაშე-მწვრთნელი იყო, სადაც დორტუნდის "ბორუსიადან" 2021 წელს გადავიდა.