მიკელ არტეტამ ეზრი კონსას ტრავმის შესახებ ისაუბრა
არსენალისა და სლავია პრაღას გუშინდელი შეხვედრა ეზრი კონსამ მუხლის ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ასტონ ვილადან 55 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი არტეტას გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მიმდინარე სეზონში, თოთხმეტივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალმა მეტოქე დაამარცხა, არტეტა კონსას ტრავმის გამო, უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.
ფიზიკური დაზიანების გამო, ინგლისელი ფეხბურთელი კრისტიან მოსკერამ შეცვალა. მიკელ არტეტამ 29 წლის მცველის მდგომარეობაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ცხადია, ის ძალიან ბევრს თამაშობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და გადავწყვიტეთ, მოედნიდან გაგვეყვანა. - მიკელ არტეტა
არსენალი შაბათს ჰალ სიტის უმასპინძლებს. ამ თამაშში კონსას მონაწილეობა საეჭვოა. "მეთოფეებს" დაცვის ხაზში პრობლემები ისედაც ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ უილიამ სალიბა ზურგის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა გუნდის განაცხადში, არტეტა ფრანგის დატვირთვას მაინც ერიდება. ამ ყველაფრის ფონზე, გარკვეული დროის განმავლობაში, ძირითად თერთმეტეულში ადგილი შესაძლოა კრისტიან მოსკერამ დაიკავოს.
🗣️ “Can I check on Ezri Konsa, he seemed to feel his knee…” 🤕
— afcstuff (@afcstuff) November 4, 2026
Mikel Arteta: “Obviously he’s playing a lot, he’s played so many games in the last few weeks & he had some issues, so we decided to take him off.” ❌🏴 pic.twitter.com/asmNfLGFcx