უგო ეკიტიკე 9 თვე ვეღარ ითამაშებს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ყველაზე ცუდი შიშები, უგო ეკიტიკესთან დაკავშირებით, დადასტურა.
L’Equipe იუწყება, რომ 23 წლის ფეხბურთელს, მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-სთან 2:0 მარცხის დროს, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მატჩში მოჰამედ სალაჰი ჩაერთო.
ლივერპულის 69-მილიონიანი შენაძენი არა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს, არამედ მომდევნო სეზონის მნიშვნელოვან ნაწილსაც გამოტოვებს.
აინტრახტის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლივერპულში სადებიუტო სეზონში, ყველა ტურნირზე 45 მატჩში ჩაატარა - 17 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
HUGO EKITIKE: Early reports are saying a possible Achilles tendon rupture. If correct he could be out for 9-12 months 💔 #LFC pic.twitter.com/jcdJGUS0Xl
— TheKop.com (@TheKop_com) April 14, 2026