Belive

Domino’s Pizza-ს ბალოგუნის წითელი ბარათი 1 მილიონ დოლარად დაუჯდა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მარცხმა და ფოლარინ ბალოგუნის გაძევებამ, Domino’s Pizza-ს 1 მილიოდი დოლარის ოდენობის ზარალად დაუჯდა.

ცნობილმა ბრენდმა, 'Domino’s Pizza'-მ, ტურნირის წინ პირობა დადო, რომ თუ აშშ-ის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი მუნდიალზე წითელ ბარათს მიიღებდა, კომპანია 1 მილიონი დოლარის ღირებულების უფასო პიცას დაარიგებდა.

დაპირება რეალობად იქცა. გუშინ, ბოსნია ჰერცეგოვინასთან გამართულ დრამატულ მატჩში, ამერიკელთა თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი მოედნიდან გააძევეს. ამით Domino’s-ს სიტყვის გატეხვა აღარ მოუწევს – კომპანია უკვე ოფიციალურად ემზადება პირობის შესასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი გულშემატკივრები 70,000-ზე მეტ უფასო პიცას მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებისთვის მოედანზე უდისციპლინობა მძიმე დარტყმა გამოდგა, ადგილობრივი ფანებისთვის ბალოგუნის წითელი ბარათი ნამდვილ საფეხბურთო და კულინარიულ „დღესასწაულად“ იქცა.

სხვა სტატიები