პასტორე: "ენცოს მოსწონს რეალის ვარიანტი, რეალიც აქტიურობს"
სატრანსფერო ბაზარზე დიდი ამბები მიმდინარეობს. მადრიდის რეალის ინტერესი არგენტინელი ვარსკვლავის, ენცო ფერნანდესის მიმართ სულ უფრო ნათელი ხდება. ინფორმაცია, რომელიც აქამდე მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა, ფეხბურთელის აგენტმა, ხავიერ პასტორემ საჯაროდ დაადასტურა და მიანიშნა, რომ მხარეებს შორის სიმპათია ორმხრივია.
„მადრიდის რეალს მოსწონს ენცო, ხოლო ენცოსაც მოსწონს რეალის ვარიანტი. ახლა ჩვენ უბრალოდ ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ და დაველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას." - ხავიერ პასტორე
pic.twitter.com/UsQaRRShsL
— Pitch Wire (@wire_pitch) July 2, 2026
🚨💣 Javier Pastore on Enzo Fernández and Real Madrid:
“Yes, Real Madrid have sounded him out.”
“He is a player Real Madrid like, and he likes Real Madrid too — just as he likes other clubs that are interested.”
“Now we have to wait a little while.”…
ფაქტია, რომ „სამეფო კლუბს“ არგენტინელი ნახევარმცველის ხილვა თავის რიგებში ძალიან სურს, თავად ფეხბურთელიც აღფრთოვანებულია მადრიდში თამაშის პერსპექტივით. და რატომაც არა. ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერული ოცნება, მაქსიმუმი და სპორტული მწვერვალი ხომ სწორედ თეთრი მაისურის მორგებამდე და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშამდე მიდის.
ამ ეტაპზე, Transfermarkt-ის მიხედვით, ენცო ფერნანდესის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ეს თანხა ნათლად უსვამს ხაზს მის სტატუსს თანამედროვე ფეხბურთში. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, პასტორეს სიტყვები მიუთითებს, რომ კლუბებს შორის ოფიციალური დიალოგის დაწყება და ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.