დიუგარი: ,,მბაპეს არ ესმის, რა არის კაპიტნის როლი''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარიმ, ჩილესთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, კილიან მბაპე გააკრიტიკა:
,,ჩვენ შევეჩვიეთ მბაპეს, რომელიც მოედანზე დადის, რომელსაც უკან ჩამოსვლა არ სურს და დაცვის დახმარება არ აინტერესებს...
როცა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ხარ, მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია! მბაპეს არ ესმის, რა არის კაპიტნის როლი - ასეთ დროს სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყო. ბოლო ორ მატჩში ასეთი სავალალო დამოკიდებულების დემონსტრირება, არანორმალურია! ეს მის თვისებებს არაფერს აკლებს, მაგრამ, როცა კაპიტანი ხარ, უნაკლო უნდა იყო.'' - კრისტოფ დიუგარი
მარტში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - დეშამის გუნდმა გერმანიასთან 0:2 წააგო, ჩილესთან კი 3:2 იმარჯვა. მბაპემ სამხრეთ ამერიკელებთან მოგებულ მატჩში 1 ასისტი მიითვალა.
Christophe Dugarry s'en prend à l'attitude de Kylian Mbappé sur les deux derniers matches des Bleus 🇫🇷 :
— Actu Foot (@ActuFoot_) March 27, 2024
« 𝗤𝘂𝗮𝗻𝗱 𝘁𝘂 𝗮𝘀 𝗹𝗲 𝗯𝗿𝗮𝘀𝘀𝗮𝗿𝗱 𝗱𝗲 𝗹’𝗲́𝗾𝘂𝗶𝗽𝗲 𝗱𝗲 𝗙𝗿𝗮𝗻𝗰𝗲, 𝗷𝗲 𝘁𝗿𝗼𝘂𝘃𝗲 𝗾𝘂𝗲 𝗰’𝗲𝘀𝘁 𝗶𝗻𝗮𝗱𝗺𝗶𝘀𝘀𝗶𝗯𝗹𝗲, tu as un minimum à faire… pic.twitter.com/fL22Q4gR83