2025 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები Score90-ის ვერსიით
Score90-ის ვერსიით, მომავალ წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია.
ათეულში მე-2 ადგილს ვინის თანაგუნდელი, კილიან მბაპე იკავებს, მესამეზე ერლინგ ჰოლანდია, მეოთხეზე - ლამინე იამალი, მეხუთეზე კი - ჯუდ ბელინგემი.
ფავორიტებს შორის ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელი ,,რეალიდან'' და ,,მანჩესტერ სიტიდანაა''.
ვინისიუს ჟუნიორი - 17%-იანი ალბათობა
კილიან მბაპე - 15%-იანი ალბათობა
ერლინგ ჰოლანდი - 14%-იანი ალბათობა
ლამინე იამალი - 9%-იანი ალბათობა
ჯუდ ბელინგემი - 8%-იანი ალბათობა
რობერტ ლევანდოვსკი - 6%-იანი ალბათობა
ჰარი კეინი - 4%-იანი ალბათობა
მოჰამედ სალაჰი - 4%-იანი ალბათობა
კოულ პალმერი - 3%-იანი ალბათობა
ფილ ფოდენი - 3%-იანი ალბათობა.
რაფინია - 3%-იანი ალბათობა
კევინ დე ბრუინე - 2%-იანი ალბათობა
როდრიგო - 2%-იანი ალბათობა
საკა - 2%-იანი ალბათობა
როდრი - 2%-იანი ალბათობა
წელს ,,ოქროს ბურთის'' მფლობელი ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი, როდრი გახდა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
ესპანელის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ, რომლებმაც მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.