Belive

დიუგარი ევრო 2024-ზე: ,,სიკვდილამდე მოსაწყენია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კრისტოფ დიუგარი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატით უკმაყოფილოა:

,,მოლოდონი გვქონდა, რომ ვიხილავდით საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვახარებდნენ. შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხავდით - რომელია მათ შორის საუკეთესო?

ტელევიზორთან დაჯდომასა და სიამოვნების მიღებას ვაპირებდი, მაგრამ ეს ჩემპიონატი სიკვდილამდე მოსაწყენია...

როდესაც ვხედავ უეფას პრეზიდენტს, რომელიც სლოვენიელია და საკუთარი ქვეყნის ჯგუფიდან გასვლით ატირებულია, ეს სასაცილოა... მან ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებების დამატებით ხმაური გამოიწვია და ეს სლოვენიისთვისა და სხვა ერებისთვის გააკეთა.'' - კრისტოფ დიუგარი

1996 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატზე 16 ნაკრები მონაწილეობდა, 1980-1992 წლებში - 8, 1960-1976 წლებში - 4, 2016 წლიდან კი მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

ევრო 2024-ზე ხვალ მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება - ესპანეთი გერმანიას შეხვდება, პორტუგალია კი - საფრანგეთს. მატჩები 20:00 და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები