"თავისი უნარებით ის ყოველ ჯერზე ყველას აოცებს" - ერიკ კანტონა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ ევრო 2024-ის გამარჯვებულზე ისაუბრა და ტრიუმფატორი ნაკრებიდან მისი ყურადღება ერთმა ფეხბურთელმა მიიპყრო, მან ესპანელი ტალანტის, ლამინე იამალის შესახებ The Athletic-თან ისაუბრა და მის მიმართ სიმპათიები ვერ დამალა.
აღფრთოვანებული ვარ ესპანეთის თამაშის სტილით და იამალით, მსგავსი ფეხბურთელის ყოლა ნამდვილი სიამოვნებაა, რადგან არასდროს იცი რას აპირებს. თავისი უნარებით ის ყოველ ჯერზე ყველას აოცებს. მისი ხედვა, ტექნიკა და გადაწყვეტილების მიღება, მე აბსოლუტურად მიყვარს მისი სტილი.
ჩემი რჩევაა ისიამოვნო თამაშით, გქონდეს გატაცება ფეხბურთით და გიყვარდეს სპორტი. ბურთი შენი მეგობარი უნდა იყოს და მასთან განსაკუთრებული კავშირი ნამდვილად ჯადოსნურია. ბურთი არ არის შენი მტერი. სამწუხაროდ, ბევრი მოთამაშე ამას ასე ხედავს, როდესაც უყურებ ლამინ იამალის თამაშს, ხედავ, რომ ის ეპყრობა ბურთს, როგორც მეგობარს და როგორც ძმას. - ერიკ კანტონა - ვეტერანი ფეხბურთელი