Belive

დინამოს ყოფილი მწვრთნელი: "უკრაინის ნაკრებში ბევრი ნიუანსია, მაგრამ რებროვი ამაზე არ საუბრობს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვიაჩესლავ გროზნიმ, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ, უკრაინის ნაკრების შესახებ ისაუბრა.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე სწორედ უკრაინის ნაკრები იქნება. უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელსაც რამდენიმე თვე საქართველოშიც აქვს გატარებული, მათი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერჰეი რებროვს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც პასუხისმგებელია შედეგებზე. ჩემი აზრით, კრიტიკა საჭირო არ არის. ის და მისი თანაშემწეები აკეთებენ ბევრ ისეთ საქმეს, რომელიც უმეტესობისთვის შეუმჩნეველია. კონკრეტულად, ფეხბურთელების სათამაშო ფორმა, მათი ტრავმებისგან გამოჯანმრთელების პერიოდის კონტროლი და ა.შ. ეს ყველაფერი სერჰეი რებროვმა ყველაზე კარგად იცის.

არტემ დოვბიკს "რომაში" გოლები გააქვს, მაგრამ გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კომპონენტი.

ანდრეი იარმოლენკო რომ არ გამოიძახეს, ეს შეიძლება თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, რადგანაც ამ ასაკში მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევდა და ამიტომ უარს ამბობს. თუ ვიქტორ ციგანკოვი ფორმაშია, მაშინ ის მოედანს დაუბრუნდება.

პირადი გამოცდილებით ვხვდები, რომ მწვრთნელები პროფესიონალები არიან და ფეხბურთელებს, მათ შორის იმ მოთამაშეებს, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე არიან, ესაუბრებიან და მხარს უჭერენ. მაგალითად, "არსენალში" დიდი კონკურენციის გამო, ანდრეი ზინჩენკოს ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ბევრ პოზიციაზე თამაშს უნარის გამო, ის მაინც გამოიძახეს.

სავარაუდოდ, ბევრი ნიუანსია, რომელზეც რებროვი არ საუბრობს, მაგრამ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს საქმე გაგიმარტივდებათ, თუ მწვრთნელი ჩემს მიერ ახლა ნათქვამ სიტყვებს გაახმოვანებს, მაგრამ ის ამას არ იზამს. ახლა ის მხოლოდ იმ ორ მატჩზეა კონცენტრირებული, რომლის მოგებაც სურს. ის უკვე ფიქრებით ამ ორ მატჩზეა გადართული, ამის თქმა შემიძლია", - ამბობს ვიაჩესლავ გროზნი.

უკრაინელი სპეციალისტი "დინამო თბილისს" 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ოქტომბერს, ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები