,,სომხურ ფეხბურთს ანადგურებთ'' - სომხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ცვლილებები მოითხოვა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არას ოზბილიზმა, მისი გუნდის საქართველოსთან მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა განათავსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა:
,,1 წლისა და 3 თვის წინ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოვაყენე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შანსი არ მქონდა. დიდი ხანია ჩუმად ვარ, მაგრამ ასე აღარ შემიძლია, რადგან სომხურ ფეხბურთს ანადგურებთ!
მაშინ თქვით, რომ მართვის გამოცდილება არ მქონდა. თუმცა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებთ სრული კრახი განიცადეთ. ფეხბურთის ცოდნა არ გაქვთ, ეს აშკარაა. მაგრამ, უარესი ის არის, რომ მართვაშიც არაკომპეტენტურები ხართ! წარუმატებელი ნაბიჯები გქონდათ მარკეტინგში, ფინანსებსა და იურიდიულ საკითხებშიც.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხალხმა რწმენა და იმედი დაკარგა. ფეხბურთში ხან იგებ, ხანაც კი აგებ, მაგრამ დღევანდელი ვითარება თქვენი მუშაობის პირდაპირი შედეგია. ცვლილებების დროა!'' - არას ოზბილიზი
ოზბილიზი 2023 წელს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა არმენ მელიქბეკიანთან დამარცხდა.
ერთა ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს 9:1 მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.