საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ერთა ლიგის პლეი-აუტში
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა ჩეხეთთან მარცხითა და ჯგუფში მე-3 პოზიციით დაასრულა.
შედეგად, ვილი სანიოლის გუნდს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა C დივიზიონის მეორედგილოსნებიდან ერთ-ერთთან მოუწევს.
C ლიგის მეორეადგილოსანთა, ანუ საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება:
სლოვაკეთი
ბულგარეთი
სომხეთი
კოსოვო/რუმინეთი
საქართველოს ნაკრების მეტოქე პარასკევს, 22 ნოემბერს გაირკვევა. მატჩები კი 2025 წლის 20-23 მარტს გაიმართება.