საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ანტალიაში გაიარა და გამარჯვებით დაასრულა.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უზბეკეთში იგივე სტატუსის მქონე ტაშკენტის "ფახთაქორს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.
კახა ცხადაძის გუნდის მხრიდან გოლების გატანა სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ნიკოლოზ მალიმ მოახერხეს.
"დინამო თბილისმა" ბელეკში გამართულ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო (უზბეკური "ფახთაქორი", რუსული მოსკოვის "დინამო"), 3 ფრედ დაასრულა (უკრაინული "ლვოვი", სერბული "ნაპრედაკი", დანიური "რანდერსი") და ორშიც დამარცხდა (ბულგარული "ლუდოგორეცი", უკრაინული კიევის "დინამო").
ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებას საქართველოს 18-გზის ჩემპიონი ქართულ დერბიში, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩით, 24 თებერვალს დაიწყებს.