დანიის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბ "ესბიერგში" გატარებული თითქმის 6 სეზონის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა, ლაშა პარუნაშვილმა გუნდი დატოვა.
"დინამო თბილისის" , "საბურთალოს", "ცხინვალის", ბოლნისის "სიონისა" და რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და ევროტურნირების მიმდინარეობის დროს, ქართული კლუბებისთვის მისი დამატება გაძლიერების თვალსაზრისით ურიგო აზრი არ უნდა იყოს.
29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა 2017 წლის თებერვლის შემდეგ "ესბიერგში" 152 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, წინა წელს მან სამ შეხვედრაში გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი ვლადიმირ ვაისის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში შედგა და მან ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა (დანიისა და უზბეკეთის ნაკრებების წინააღმდეგ).