დინამო თბილისის ფეხბურთელი კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამოს" აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს", - წერს "ლურჯ-თეთრების" ოფიციალური ვებ-გვერდი.