ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დინამო თბილისი" შინ "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
"დინამო არენაზე" დღეს გამართულ მატჩს 20 000 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. აღნიშნული რაოდენობა ეროვნული ლიგის ეგიდით სარეკორდოა.
მიუხედავად 0:0-სა, მოედანზე გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. ორივე კარში, საერთი ჯამში, ბურთი ძელს 3-ჯერ მოხვდა, დანარჩენ ეპიზოდებში კი თავი მეკარეებმა გამოიჩინეს.
11 ტურის შემდეგ "დინამო ბათუმს" 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო თბილისელები ჩემპიონებს 5 ქულით ჩამორჩებიან და მე-3 პოზიციას იკავებენ.