Belive

დინამო თბილისის მეოთხე ლეგიონერი - მოქმედი ჩემპიონი კიდევ ერთ თავდამსხმელს იმატებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, "დინამო თბილისი" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. Live.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებს გვინეელი თავდამსხმელი, სეკოუ კეიტა შეუერთდება. კეიტა, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოს" B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ ერმისსა და ლუქსემბურგის "დუდელანჟში" ირიცხებოდა, ბოლოს ქუვეითური "ალ არაბის" მაისურს ირგებდა. 26 წლის ცენტრალური ფორვარდი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის მაისურით 7 შეხვედრაში უთამაშია. ის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფეხბურთელი რამდენიმე დღეში გახდება. "დინამო თბილისი" 12 თებერვალს ანტალიაში გამართული შეკრებიდან სამშობლოში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 2021 წელს, 22 თებერვალს ჩაატარებს და ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში, დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულ "გაგრას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები