სერხიო აგუერო: "ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ თითქოს ჩემი გული აღარ მუშაობს"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ახლა ვცდილობ, რომ ფეხბურთი ვითამაშო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიხრჩობი. ზოგჯერ ვვარჯიშობ და ერთი სრულფასოვანი გარბენის შესრულებაც მიჭირს. ასე მგონია, რომ ჩემმა გულმა უბრალოდ მუშაობა შეწყვიტა", - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა.პროფესიონალურ დონეზე "ინდეპენდეინტეს", მადრიდის "ატლეტიკოს", "მანჩესტერ სიტის", "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების რიგებში, საერთო ჯამში აგუერომ 421 გოლის გატანა და 137 საგოლე გადაცემის შესრულება, ასევე არაერთი ტიტულის, მათ შორის კოპა ამერიკის და 5-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.