Belive

იტალიელი კომენტატორი: "კვარას შეჩერება ნაპოლის გაჩერებას ნიშნავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიელმა საფეხბურთო კომენტატორმა ანტონიო კორბომ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში "მილანის" მიერ "ნაპოლის" ოთხი უპასუხო გოლით დამარცხების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გააკრიტიკა და მას რჩევები მისცა.

"მენტალური თვალსაზრისით, "ნაპოლი" ყოველთვის კარგად რეაგირებდა მარცხზე? როდესაც ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ისეთ გუნდთან, როგორიც "მილანია", რომელსაც შეუძლია მაქსიმუმი გაიღოს, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ იმედი აქვთ. გუნდურ თამაშში "ნაპოლი" ძალიან ღარიბი იყო.

არის ერთი საკითხი, რომელზეც მინდა სპალეტის რჩევა მივცე, მას, რომელსაც ზოგადად არ მოსწონს ჟურნალისტების დაკვირვების მოსმენა. ამ გუნდს ორი ნაკლი აქვს. პირველი, ესაა ის, რომ მთავარი მწვრთნელი ძალიან ცოტა დროს უთმობს ფეხბურთელებს, რომლებიც სათადარიგოთა შემადგენლობაში არიან და მეორე, ის, რომ თუ კვარაცხელიას გაჩერებას მოახერხებენ, მაშინ მთელი გუნდი გაჩერდება.

იქამდე, ვიდრე მექანიზმი გაჩერდება, "ნაპოლი" დაუძლეველი გუნდია. შესაძლებელი იყო, რომ მარიო რუი შეცვლილიყო, რადგანაც ის მოედანზე ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო. იმდენად ცუდი მატჩი ვიხილეთ, რომ კომენტარის გაკეთება რთულია", - თქვა ანტონიო კორბომ.


28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით “ნაპოლი” სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” “ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები