Belive

დინამო ბათუმთან მატჩამდე სლოვანი მილანის ექს-ფეხბურთელით გაძლიერდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე "სლოვანი" საგრძნობლად გაძლიერდა. "დინამო ბათუმის" მომავალმა მეტოქემ იურაი კუცკა დაიმატა. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 35 წლის გამოცდილ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში "ჯენოას", "ტრაბზონსპორის", "პარმას", "უოტფორდის" რიგებში უთამაშია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იურაი 2015-2017 წლებში "მილანის" რიგებშიც ასპარეზობდა. კუცკას სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში 90 მატჩი აქვს ჩატარებული. მას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2010 წლის მუნდიალზეც უთამაშია.

სხვა სტატიები